NEWS

Go beyond logistics, make the revolution business.

რა არის ლოჯისტიკის ეფექტიანობის ინდექსი?

რა არის ლოჯისტიკის ეფექტიანობის ინდექსი?

2007 წელს მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებული იქნა ლოჯისტიკის ეფექტიანობის ინდექსი, რათა შეეფასებინათ სხვადასხვა ქვეყანაში ლოჯისტიკური სისტემის განვითარების დონე. ამ ინდექსის დადგენა ხდება კვლევების საფუძველზე, რომელიც ტარდება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ და გამოკითხვაში მონაწილეობას იღებენ ამ სფეროში ჩართული კომპანიები და ფიზიკური პირები.

ლოჯისტიკის ეფექტიანობის ინდექსი განისაზღვრება 5 ბალიანი სიტემით. მისი ძირითადი კრიტერიუმებია: პროცესების ეფექტურობა, ტრანსპორტთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის ხარისხი, კონკურენტუნარიან ფასებში გადაზიდვების წარმოების სიმარტივე, ლოჯისტიკური მომსახურების ხარისხი და კომპეტენტურობა, ტვირთის მუდმივი კონტროლის შესაძლებლობა და ტვირთის დროული მიწოდება დანიშნულების ადგილას.

რომელი ქვეყნები ლიდერობენ ამ მაჩვენებლის მიხედვით?

ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით, 2018 წლის მონაცემებით, ლოჯისტიკური ეფექტიანობის ინდექსის მიხედვით ლიდერობს გერმანია 4.2 ქულით , რომელსაც მოყვებიან შვედეთი, ბელგია, ავსტრია, ჰოლანდია, სინგაპური და დანია.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ლოჯისტიკის ეფექტიანობის მხრივ ყოველთვის ლიდერობენ მაღალშემოსავლიანი ქვეყნები. მათი ინდექსი დაახლოებით 48%–ით მაღალია, ვიდრე დაბალშემოსავლიანი ქვეყნების.

ამ ინდექსის საშუალებით შესაძლებელია გამოიკვეთოს ის პრობლემები, რომლებიც ქვეყნის ლოჯისტიკაში რეალურად არსებობს. ლოჯისტიკის ეფექტიანობის გამოსასწორებლად კი შესაბამისი რეფორმები და ამ სექტორით დაინტერესებული მხარეების ხანგრძლივი თავდადებაა საჭირო.

 

 

 

Enter your keyword