საკონტაქტო

Introducing a truly professional WordPress theme built to last! We developed Wilmër for all construction & architecture sites.

icon_widget_image Monday-Friday: 9am to 5pm; Satuday: 10ap to 2pm icon_widget_image 7300-7398 Colonial Rd, Brooklyn, NY 11209, USA icon_widget_image + (123) 1234-567-8900 + (123) 1234-567-8901 icon_widget_image wilmer@qodeinteractive.com wilmer2@qodeinteractive.com

Bene Group

მოცეკვავე რობოტები

როგორია მომავლის საწყობები?

როგორც ჩანს ამაზონი არ აღმოჩნდა ერთადერთი კომპანია, რომელიც საკუთარ საწყობებში რობოტების მომსახურებას იყენებს. ჩინური ინტერნეტ გიგანტი კომპანია ალიბაბა კონკურენტი კომპანიის მსგავსად ასევე აქტიურად ნერგავს ტექნოლოგიურ ინოვაციებს. ჩინეთში (Huiyang – China) სადაც კომპანიის მთავარი საწყობი არის განთავსებული, მძიმე ფიზიკურ სამუშაოს ახლა უკვე რობოტების მთელი გუნდი ასრულებს, რაც 70%-ით ამცირებს ადამიანების ფიზიკურ დატვირთვას. საწყობში 700 ჭკვიანი რობოტი მუშაობს.

მანქანებს შეუძლიათ აზიდონ 500 კილოგრამამადე ტვირთი , რომელიც მოთავსებულია სპეციალურ ყუთებში. რობოტები აღჭურვილნი არიან სენსორებით, რისი საშუალებითაც ისინი აკონტროლებენ გარემოს რათა შეჯახების გარეშე მოახერხონ გადაადგილება, რობოტების მართვა დისტანციურად არის შესაძლებელი Wi-fi-ს საშუალებით. ტექნოლოგიური განვითარების გათვალისწინებით, ყველა ელექტრომოწყობილება დღეს იმაზე მეტ ენერგიას საჭიროებს ვიდრე აქამდე, ეს პრობლემა ალიბაბას საწყობში უკვე მოგვარებულია. იქ მომუშავე რობოტები დამოუკიდებლად მიდიან კვების წყაროსთან და მხოლოდ 5 წუთიანი დატენვაც კი საკმარისია იმისთვის, რომ დამატებით 4-5 საათი შეძლონ მუშაობა.

ჭკვიანი საწყობის კონცეფციის საშუალებით შესაძლებელია 50%-ით მეტი შეკვეთის მიღება, ვიდრე ტრადიციული საწყობის შემთხვევაში ერთიდაიგივე დროის მონაკვეთში.

კომპანიის კოლექტივი კმაყოფილია რობოტების მუშაობით, ისინი თვლიან, რომ მანქანებმა საგძნობლად შეამცირეს ფიზიკური სამუშაოები და უფრო სასიამოვნო გახადეს მუშაობის პროცესი.